“ვერ დავწყნარდები, სანამ დანგრეული კრემლის დამწვარ აგურებს არ დავინახავ”: მედესანტე კოჩევენკო იმის შესახებ, თუ როგორ აგებს რუსეთი (ვიდეო)
02.04.2022
ეს ინტერვიუ ჩვენ ჩავიწერეთ წყნარ და უსაფრთხო პოლტავაში, სადაც გაზაფხულის ამინდი ეს-ესაა ესტუმრა აქაურობას. ჩვენი მოპასუხის ჩაის გვერდით მისი რაცია დევს, ხოლო ირგლივ მშვიდობა სუფევს: გოგოლის თეატრის მახლობლად ახალგაზრდები რაღაც თავის მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავენ, დედები სეირნობენ ბავშვებთან ერთად, რომლებიც დაუდარელად ამ ადგილისთვის ტრადიციულ მტრედებს დასდევენ.

ყავის სახლის ახლოს ავტოსადგომზე მანქანები ძირითადად ხარკოვის სანომრე ნიშნებითაა. ეს მანქნები იმ უკრაინელებს ეკუთვნის, რომლებიც დაბომბვას გადაურჩნენ და თავშესაფარი აქ, კოტლიარევსკისა და გოგოლის დედულეთში იპოვეს.
ამ ინტერვიუს მომზადების მომენტისთვის პოლტავა არის ერთადერთი რეგიონალური ცენტრია უკრაინის მარცხენა და მთელს ცენტრალურ ნაწილში, სადაც ომის დაწყებიდან არ მომხდარა სამოქალაქო ობიექტების განადგურება რუსული აგრესიის შედეგად. ალბათ ასეთი პოლტავა ჩვენი გმირისთავის მით უფრო კონტრასტულია იმ „ცხელ წერტილებთან“ შედარებით, რომლებსაც ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ ეწვია.

გაიცანით – 95-ე მოიერიშე ბრიგადის ოფიცერი – იური კოჩევენკო. საბედისწერო 24 თებერვლის პირველ საათებში იურიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც მოუწოდებდა უკრაინელებს არ შეშინებოდათ და დაჰპირდა, რომ „ჩვენ მოვიგერიებთ“. და ის მართალი აღმოჩნდა.
დღეს, მან რეზერვისტის სახით, იარაღი ხელში აიღო. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი ის რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელია. ამიტომაც ჩვენი საუბარი არამარტო ტანკებთან და არტილერიასთან ბრძოლას კი არ ეხებოდა, უპირველეს ყოვლისა სიმართლის ომს გაყალბებასთან, სამართლიანობის ომს ცინიზმთან, ერის ომს თავისუფლებისთვის.
“ყველაზე საშიში პერიოდი გავიარეთ, ყველაზე რთული კი წინ გველოდება”
– რამდენიმე დღის წინ ერთი თვე შესრულდა შემოსევის დაწყებიდან და ბევრს ახსოვს, როგორ დაიწყო მათთვის ომი. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი თქვენთვის?
– ეს დღე იმით დაიწყო, რომ ღამის სამ საათზე გამეღვიძა, მეგობარს ვკითხე “რა, უკვე დაიწყო-მეთქი?”. “არაო, ჯერ კიდევ შეგიძლია დაიძინო” ასე მითხრა და პოსტისკენ წავიდა. მაგრამ მე მაინც ჩავიცვი და უკვე ჩაცმულს ერთი საათი მეძინა. შემდეგ კი დაახლოებით 4:30-ზე რაციით გადმოსცეს „საჰაერო“ განგაში და მივხვდი რომ დაიწყო.

ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო, ველოდით, ვემზადებოდით, მაგრამ გარკვეული შფოთვის ნიშნები იყო, რადგან ზუსტად არ ვიცოდით, რას უნდა დავლოდებოდით. რამდენად მასიური და საშიში იქნებოდა ეს შემოტევა. მაგრამ ყველა თავის ადგილზე იყო და შედეგი კი ყველამ იცით.
რატომღაც, საჭიროდ მივიჩნიე იმ პირველ საათებში, გადამეღო მოკლე ვიდეო და მიმემართა ჩემს მეგობრებისა და ახლობლებისადმი ფეისბუქის საშუალებით და ყველას ვთხოვე, არ შეშინებოდათ, დაეჯერებინათ შეიარაღებული ძალებისთვის და გადამეცა რწმენა, რომ ჩვენ მოვიგერიებთ შემოტევას
– ახლა ამ უდავო რწმენამ შეიძლება ხანდახან ბევრს ცუდი სამსახური გაუწიოს. პირველი ორი კვირის შემდეგ ზოგს ეგონა, რომ გამარჯვება უკვე ჩვენს ჯიბეში იყო. თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში თქვით, რომ ეს ომი ხანგრძლივადიანია. რატომ თვლით ასე?
-იცით, ვისურვებდი შემვცდარიყავი, მაგრამ ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან უნდა იყო გულწრფელი. მტერი ძლიერია, მტერი საშიშია და მას უკან დასახევი გზა არ აქვს. მას არ აქვს პირობა ისე გამოვიდეს ამ ომიდან, თითქოს „კარგი, არ გამოვიდა, დავუბრუნდეთ სტატუს კვოს და მერე მოგვიანებით ვცადოთ“. ისინი პირდაპირ აღიარებენ, რომ მათთვის წაგება კი არა, არამედ ნებისმიერი შეთანხმებაც კი, რომელსაც დადებენ ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან, რუსეთის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს.
ამ მიზეზის გამო მგონია რომ უკან არ დაიხევენ. არ არის საჭირო საკუთარი თავის დამშვიდება და მოტყუება – მათ ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რესურსი. მით უმეტეს, რომ ისტორია გვასწავლის: რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ მობილიზება და გააჩნიათ გამოცდილება თუ როგორ გამოწურონ ოფლის და სისხლის ბოლო წვეთები თავიანთი ქვეყნიდან. ქვეყნის ფარგლებში წნეხის ზედმოჭერა, რაც ახლა ხდება რუსეთში, მისი ფაქტობრივი ტრანსფორმაციაა ჩრდილოეთ კორეად (ოღონდ ბევრად უფრო დიდი ზომის და ბევრად უფრო დიდი მოსახლეობით), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ემზადებიან ხანგრძლივი ომისთვის და შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.
მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ ეს ომი არ იქნება მხოლოდ შეჯიბრი განადგურებული აღჭურვილობის ოდენობაში ან პერსონალის განადგურებაში. ეს ომი ჩვენი მდგრობადობის, ჩვენი გამძლეობისა და ჩვენი თავგანწირვის მზადყოფნის გამოცდაა და თუ ამ გამოცდას ჩავაბარებთ, გავიმარჯვებთ.

– თქვენ თქვით, რომ “ყველაზე საშიში პერიოდი გავიარეთ, ყველაზე რთული კი წინ გველოდება”. რას გულისხმობთ?
– იმიტომ, რომ ყველაზე საშიში – ეს ამოუცნობლობაა. ეს პირველი შოკი, პირველი შიში – ყველაზე სადადრდებელი იყო ჩვენთვის, მტერს ამ შიშზე ქონდა იმედი. ახლა ვხედავ, რომ ქვეყანა, ერი სამხედრო რეჟიმზე გადავიდა და აღარ ეშინია.
ჯერ კიდევ მძიმე განსაცდელების და სამწუხაროდ, დიდი დანაკარგების წინაშე ვართ, მაგრამ ჩვენ აღარ გვეშინია. იმიტომ რომ, ეს არის ტერორისტული ომის ტაქტიკა: ბომბებს და რაკეტებს გამოყენებისას არ აქვთ სამხედრო მიზნები. ისინი მოქმედებენ ისე, რომ მათმა თავდასხმებმა მაქსიმალური ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ეფექტი შექმნან. გააჩინონ აზრი – “ეს დაწყევლილი როდისღა დამთავრდებოდა”. ამ დაშინებით ისინი ცდილობენ ჩვენს უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე საზოგადოებრივი ზეწოლა მოახდინონ, რათა აიძულონ ისინი დაყაბულდენ ისეთ პირობებზე, რომლებიც მტრისთვისაა მომგებიანი.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავთანხმდეთ ამაზე. არამგონია ამის გაკეთება შეძლონ და რასაც ვხედავ, ის მაძლევს რწმენას, რომ ერს ვეღარ შეაშინებენ. ასე რომ, დიახ, ყველაზე საშიში დასრულდა. მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა.

აი ასეთი ობიექტურ-ოპტიმისტურ რეალიზმია. რთული იქნება. მაგრამ დასასრულში… როგორც ახლახანს უკრაინელმა გოგონამ იმღერა: “Netflix, შეგიძლია დაწერო ფილმის სცენარი, მაგრამ ბოდიში სპოილერისთვის – ფინალში ჩვენ მოვიპოვებთ თავისუფლებას”. და მე მჯერა, რომ რაც არ უნდა რთული იყოს განსაცდელი, საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ და მოვიპოვებთ ჩვენს თავისუფლებას.
“პუტინი ჩქარობდა ჩვენს განადგურებას, რადგან ჩვენ გაძლიერება დავიწყეთ.”
– ჩვენ ვხედავთ იმ დანაშაულებს, რასაც ისინი სჩადიან, მაგრამ, როგორც თქვენ თვითონ სთქვით: მტერი მიზანს ვერ აღწევს, უკრაინელები, პირიქით, მათი გაერთიანება უფრო ჩქარდება. აგრესორი ამას უკვე ხვდება, ან ადრე თუ გვიან მიხვდება. რას უნდა ველოდოთ მისგან ამის შემდეგ?
– სამხედრო ოპერაციის გვერდით წარმოუდგენლად მასშტაბური საინფორმაციო ოპერაცია მიმდინარეობს, რამაც განსაკუთრებით უნდა შექმნას პანიკური განწყობა. ჩვენ უკვე ვხედავთ გარკვეულ ელემენტებს: როდესაც ვითომდა პროუკრაინული პოზიციებიდან ისმის პანიკური მოწოდებები, როგორიცაა “გადაარჩინე ისინი ან დაეხმარე იმათ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ეს და ეს და დაუყოვნებლივ.“ ანდა რამდენიმე ცრემლების გამომწვევი ჩივილი, როგორიცაა “ოჰ, ჩვენი ბიჭები, საწყლები, სანგრებში …”. ეს ყველაფერი მუშაობს შესაშინებლად, ომისგან დაღლილობის სოციალური ეფექტის შესაქმნელად.
მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ გაააქტიურონ საზოგადოების ზოგიერთი, როგორც ისინი თვლიან, პრორუსულად განწყობილი ნაწილი, აგრესორების ინტერესების დასაცავად აქტიური ქმედებებისკენ.
ეს ორივე ქმედება ძალიან ცუდად გამოუდით. რუსულმა პროპაგანდამ წაგება დაიწყო უკრაინაში, და ეს წაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ შევადარებთ არსებულ მდგომარეობას 2014 წელთან, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის ინფორმაციულად დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან საინფორმაციო ვაკუუმი იყო, რომელიც ახლა მთელ რუსეთში იქმნება, მაგრამ უკრაინაში, ევროპაში – აქტიურად დაიწყეს წაგება და ჩვენ ვხედავთ შედეგს.
2014 წელი აღარ განმეორდება. ჩვენ აქ არ გვინახავს არც ერთი მიტინგი და არც ერთი აქცია რუსეთის მხარდასაჭერად, თუნდაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხერსონში ოთხი გლახაკი გამოვიდა – ეს მათთვის მინუსი იყო, სასაცილოც კი იყო.

სამაგიეროდ ჩვენ დავინახეთ უკრაინის საზოგადოების ერთიანობა. მისი წინააღმდეგობა მასიური ყალბი თავდასხმებისა და ინფორმაციის მანიპულირების სხვა ზომების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ეს რვა წელი უშედეგოდ გავიდა. ჩვენ გავძლიერდით, გავხდით უფრო მდგრადები.
ამის შემხედვარე, მე ასეთი აზრი გამიჩნდა: როდესაც პუტინმა ომის წინ თქვა, რომ უკრაინა აპირებდა ყირიმის ხელახლა დაპყრობას – მას ამისი ნამდვილად სჯეროდა. რადგან, ალბათ იმის გაცნობიერებით, რომ ყოველწლიურად დავიწყეთ გაძლიერება – ჩქარობდა ჩვენს განადგურებას. მას ესმოდა, რომ ჩვენ მალე იმდენად გავძლიერდებით, რომ ნამდვილად შევძლებთ დავიბრუნოთ ყირიმი და უკრაინის აღმოსავლეთით ოკუპირებული ტერიტორიები. ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ ამისთვის. უბრალოდ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა კეთილსინდისიერად.
– როგორ მოხდა, რომ ჩვენ უპირატესობა მოვიგეთ? და რაც მთავარია – რა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ქარმა მიმართულება არ შეიცვალოს? ჩვენ ხომ უკვე ვხედავთ გარკვეულ პროცესებს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ: რუსეთის მოქალაქეების გაკეთილშობილება, მათთან გარკვეული კულტურული კონტაქტების დამყარება. რა უნდა დაემართოს სახელმწიფოს და საზოგადოებას, რომ ყველაფერი ბედის ბორბალი უკან არ დატრიალდეს?
– ახლა ზუსტად ის დროა, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ. ასეთი მომენტები წარმოიქმნება მხოლოდ ეროვნული საფრთხის კრიტიკულ დონემდე მისვლისას– საზოგადოებისა და სახელმწიფოს აბსოლუტური ერთიანობაა. ეს არის შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ და გავაგრძელოთ ომის შემდეგ.
თუმცა ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს შეუძლებელია: ჩვენ მაინც დავუბრუნდებით, „ასე ვთქვათ“ – დისკუსიებს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ომის შემდეგ არავინ არავის დაადანაშაულებს „ღალატში“. ალბათ ეს სიტყვა გამოდგება. დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას, მაგრამ ურთიერთპატივისცემის დონე განსხვავებული იქნება. თუნდაც თითოეულმა ჩვენგანმა სხვანაირად დაინახოს ამ სახელმწიფოს მომავალი, ჩვენ ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს არსებობა.

ჩვენი გამძლეობის სამი ბოძი
რატომ დაიწყო რუსეთის პროპაგანდამ წაგება? იმიტომ, რომ რუსეთი უზარმაზარი რესურსია, ადმინისტრაციული და ფინანსური. რუსეთი დიდ ფულს დებს პროპაგანდაში, მაგრამ ამით ყველაფერი მთავრდება. მათ საპირისპიროდ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც რუსეთს არ შეუძლია. მე მას ვეძახი „ჩვენი ინფორმაციული გამძლეობის სამ ბოძს“ – ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოსა და მედიის აქტიური ურთიერთქმედება საერთო მიზნის მისაღწევად.
უკრაინას უკვე აქვს კარგად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება – შესაძლოა უფრო განვითარებულიც, ვიდრე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ის გაერთიანებულია, შეიძლება ვინმეს გეზი ოდნავ ირიბი იყოს, მაგრამ ყველას საერთო მიზანი აქვს და უკრაინის ღირებულებების გაცნობიერება საერთოა. ჩვენ ეს ახლა ძალიან ნათლად დავინახეთ.
ამჟამად სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მედიას შორის აქტიურმა ურთიერთქმედებამ უკვე შექმნა ზუსტად ის სინერგიული ეფექტი საინფორმაციო სივრცეში ჩვენი წარმატებული მოქმედებებისთვის – იმისათვის, რომ არ ჩამოვქიდროთ ცხვირი, გავხდეთ უფრო საინტერესოები, გვქონდეს საკომუნიკაციო არხების უფრო ფართო სპექტრი, უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ და გავუგოთ ერთმანეთს.
რუსეთს ამის საშუალება არ აქვს, იმიტომ, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი გამოვლინება, ნებისმიერი პროპაგანდას მოცლილი აზრი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასე რომ, საზოგადოება იქ მთლიანად განადგურებულია და მის ადგილას ფაქტიურად ხრიოკი ადგილია და ეს არის ჩვენი სიძლიერე და მათი სისუსტე.
მეორე ელემენტი – მედიაგანათლებაა. უკრაინელებმა უკეთ გაიგეს, რა არის ცრუსიახლე უფრო სწორედ კი ხელოვნურად შექმნილი ყალბი სიახლე (ე.წ. “ფეიკი”), რამდენად უნდობლად უნდა აღიქვან ინფორმაცია, რომელ საკომუნიკაციო არხებს უნდა ენდობოდეს და რომელს არა. ამან ჩვენ მთლიანობაში უფრო მდგრადები გაგვხადა გაგვხადა. რუსეთისთვის ესეც კატასტროფაა: ვერ ახერხებენ საკუთარი მოსახლეობის მედიაგანათლების განვითარებას, რადგან მაშინ ეს მოსახლეობა საკუთარი პროპაგანდის რწმენას შეწყვეტს, ამიტომ მათ უნდა შეინარჩუნონ რაც უფრო დიდხანს გაუნათლებლებად.
ერთადერთი, რისი შენახვაც მათ შეუძლიათ ასეთ პირობებში, არის საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა, კომუნიკაციის სხვა არხების განადგურება. რასაც ისინი ახლა აკეთებენ.
ასეთ ვითარებას წესით ვერ აღიქვამს ჩვეულებრივი განათლების მქონე ადამიანი, მაგრამ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ ყალბ საკვებს ითვისებს აღშფოთების გარეშე. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვიცინით ზოგიერთ რუსულ ყალბ სიახლეზე – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩვენთვისაა მხოლოდ სასაცილოა. მათთვის კი მოსარგებელია, ითვისებენ სიამოვნებით.
მესამე ელემენტი კი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობაა. იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ თავდასხმის თავში ვართ და კიევი ახლა გახდა გრავიტაციული მიზიდვის ცენტრი ყველა მათთვის, ვისაც ესმის რუსეთის იმპერიული საფრთხის შესახებ, მარტო ჩვენ არ ვართ ვინც განიცდის რუსეთის აგრესიას და ვინც შეიძლება იყოს შემდეგი. ასე რომ, ეს არის შანსი შეიქმნას ერთიანი ფრონტი ბალტიიდან კასპიის ზღვამდე.

გავამახვილებ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთი ამას ვერასოდეს შეძლებს, თუნდაც იმიტომ რომ რუსეთს არასდროს არ შეეძლო ნორმალური მოკავშირეობის დამყარება.
და ამ სამი ელემენტის ერთობლიობამ გამოიღო ეს შედეგი, როცა კრიტიკულ მომენტში რუსული პროპაგანდა უკრაინაში სრულიად უძლური აღმოჩნდა, რამაც განაპირობა მათი პირველადი გეგმის ჩავარდნა ჩვენი ოკუპაციისთვის.
ახლა კი ისინი სანგრებს თხრიან. გააცნობიერეს მათთვის ამ ომის აბსოლუტური შედეგიანობა – რადგან სასწორზე თავად რუსეთის არსებობაა – ისინი ახლა სულ სხვაგვარად იბრძოლებენ და სამწუხაროდ, ამას უპირველესად ის უკრაინელები იგრძნობენ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩნდნენ. იმიტომ რომ რუსები შეწყვეტენ განმათავისუფლებელის როლის თამაშს. ეს იქნება ყველაზე საზიზღარი ოკუპაცია, რადგან მტერს არ გააჩნია მორალი, სიბრალული და რა თქმა უნდა არანაირი ადამიანური ღირებულებები.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ამ დროისთვის მხოლოდ გაძლიერდა. მტრის ვერც ერთმა შემოტევამ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება რომელიმე მნიშვნელოვანი უკრაინული შენაერთისთვის. კერძოდ, უკრაინის ჯარის დამარცხება იყო მათი მთავარი მიზანი ომის პირველ დღეებში. თუმცა, მათ ამ მიზანს არამარტო ვერ მიაღწიეს, არამედ უკრაინელებმა მათ საპასუხოს საკმაოდ მწარე ალიყური გააწნეს. სამაგიეროდ, ამ დროისთვის ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, რეზერვისტების შევსება და წარმატებით და ეფექტიანად მოქმედება.
და რა ამბებიც არ უნდა გაიგოთ, რა გრძნობებიც არ უნდა მიიღოთ ამ ამბებისგან – მოდით, უბრალოდ ერთად ვიმუშავოთ. თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორია – გააგრძელეთ იმის კეთება, რაც თქვენ გევალებათ. რაღაც რაც ძალიან მოგეწონათ – მიიღეთ ეს ინფორმაცია და – გააგრძელეთ იმის კეთება, რაც თქვენ გევალებათ. დანარჩენი ემოციები – გამარჯვების შემდეგ.
– მოდით ერთი-ორი სიტყვა გამარჯვების შესახებ. რას ნიშნავს თქვენთვის გამარჯვება? ეს არის დონბასის დაბრუნება, ეს არის კრემლის დაწვა, ეს არის ყუბანის დაბრუნება? რა იქნება პირადად თქვენთვის გამარჯვება?
– როგორი სამშვიდობო შეთანხმებიც არ უნდა დასრულდეს ომის ეს ეტაპი, სანამ ცოცხალი ვარ, ვერ დამვშვიდდები სანამ დანგრეული კრემლის დამწვარი აგურებით ფეხბურთს არ ვითამაშებ. თითოეულ ამ აგურზე დავწერ ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სახელს. ამით მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგო.
ესაუბრა ანდრი კაჩორი, ფოტო გადაიღო სტანისლავ პანტელეიმ