უკრაინელების გენოციდი კიევის გარეუბანში და რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა

03.04.2022 Off By Redaktor
უკრაინელების გენოციდი კიევის გარეუბანში და რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა

რუსეთის ფედერაცია იყენებს ცრუსიახლეებს, უფრო სწორედ კი ხელოვნურად შექმნილ ყალბ სიახლბს (ე.წ. “ფეიკ”), რათა ყურადღება ააცილონ და შენიღბო სისხლიანი კვალი, რომელიც რუსეთის სამხედროებმა დატოვეს ბუჩაში, ირპნსა და ოსტომელში (დასახლებები კიივის შემოგარენში). დეზინფორმაციის შექმნის სქემა იგივეა, ომელიც რუსეთის პროპაგანდისტებმა გამოიყენეს 2014 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის მარიონეტულმა ჯარებმა დონეცკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო თვითმფრინავი ბოინგ MN-17 ჩამოაგდეს. ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე განაცხადა ვალენტინ ბიკოვამ, რპბსც-ს (რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი) ანალიტიკოსმა და მედიაექსპერტმა.

 

„რუსული საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების პირველი და მთავარი პრინციპი, რომლის მოწმენიც ვართ ამჟამად კიივის რეგიონში უკრაინელების გენოციდთან დაკავშირებით, არის ინფორმაციული გადატვირთვა. საინფორმაციო სივრცეში ერთდროულად მრავალი განსხვავებული ვერსია იქვეყნება და ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, – წერს ანალიტიკოსი. – ამ ტექნიკის გამოყენების მიზანია ინფორმაციული ე.წ. „თეთრი ხმაურის“ შექმნა, რომელშიც სიმართლის დამალვას ცდილობენ. გარდა ამისა, სხვადასხვა ვერსიების დიდი რაოდენობას, რომლებიც ერთდროულად გვიტევენ, აქვს კიდევ ერთი მიზანი – მუშაობა სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე, რომელთაგან თითოეულს შეუძლია აირჩიოს დეზინფორმაციის ის ვერსია, რომელიც უფრო შეესაბამება მის საკუთარ შეხედულებას ამჟამინდელ ომზე“.

ვალენტინა ბიკოვა მიუთითებს ინფორმაციულ ორ მთავარ თეზისზე, რომელსაც რუსული პროპაგანდა უჭერს მხარს მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გასამართლებლად: “პირველი:” ეს არის თეატრალური დადგმა”, „არ იყო არავითარი დაღუპულები”, „გვამები არ არის რეალური“. არსებობს ვითომ „დაკვირვებები“, რომ „ერთი გვამი ხელს მოძრაობს, მეორე გვამი ჯდება“, „ერთ ვიდეოში ეს გვამები გზის გასწვრივ დევს, მეორეში კი უკვე გადაღმა“, „პირველ ვიდეოში ეს გვამები არ იყო. ეხლა “მოგვიანებით გამოჩნდა”. აი, პირდაპირი პარალელი რუსეთის ფედერაციის მიერ ბოინგ MN-17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიისა: „ეს გვამები უკვე კარგა ხნისაა“ და „ცხედრები ჩატვირთეს თვითმფრინავში ამსტერდამში რუსეთის ფედერაციის დასადანაშაულებლად“. ეს დაწერა ამ საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მაშინდელმა  „რმოდრ“-ის (რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის) ვითომ „მთავარსარდალმა“ და თვითგამოცხადებულმა თავდაცვის  მინისტრმა იჰორ გირკინმა (სტრელკოვი).

 

მეორე თეზისი: „იყო ცხედრები, მაგრამ ჩვენ არ თითიც კი არ დაგვიკარებია მშვიდობიან მოქალაქეებზე“, რომლის მიზანია გენოციდის რეალური დამნაშავეების – რუსი სამხედროებისგან ყურადღების გადატანა უკრაინის სამხედროებზე და ამაში უკრაინის დადანაშაულება. რუსი პროპაგანდისტების მთავარი გზავნილები: „უკრაინამ ცეცხლი გაუხსნა საკუთარ მოქალაქეებს“ ან „მოქალაქეების მასობრივი  დაკრძალვა უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქიდან გასვლისას გააკეთეს“. აქ ისევ ვხედავთ პარალელებს დონეცკში MN-17-ის ჩამოგდებასთან, როდესაც რუსებმა რამდენიმე მსგავსი ვერსია გამოიგონეს: „ბოინგი ჩამოაგდო უკრაინულმა გამანადგურებელმა“, „ბოინგი ჩამოაგდო უკრაინულმა იარაღმა“, „უკრაინამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რათა რუსეთზე დაებრალა“, ,,ეს უნდა ყოფილიყო პუტინის თვითმფრინავი, რომლის განადგურება უკრაინას სურდა და ა.შ.

ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ რპბსც რუსულ საინფორმაციო სივრცეში აკვირდება „ინფორმაციის გათეთრების“ იმავე სქემას, რაც დამახასიათებელი იყო რუსეთის პროპაგანდისტების მუშაობისას ბოინგ 777-ის ჩამოგდების შესახებ დეზინფორმაციის დროს. ყველაზე მარგინალური ვერსიები, როგორიცაა „თეატრალური წარმოდგენა“ და “ცოცხალ ცხედრები” აქვეყნებდნენ უსახელო საინფორმაციო არხები, რომლებზედაც დაყრდნობით შემდეგ ხელახლა აქვეყნებდნენ News Front, ვოლოდიმირ სოლოვიოვი და სხვა დაინტერესებული მხარეები დიდი აუდიტორიით, ”- ხაზს უსვამს ვალენტინა ბიკოვა.

ყალბი სიახლეები იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ვითომ არ მონაწილეობდნენ კიივის შემოგარენი ქალაქების გენოციდში, გამოჩნდა 3 აპრილის დილით მას შემდეგ, რაც ბუჩაში, ირპინსა და ჰოსტომელში დაცხრილული და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები და ვიდეო გამოქვეყნდა ინტერნეტში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა თავის ტვიტერში დაწერა: „გაოგნებული ვართ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკით. სიახლეები რუსეთის ჯარების მიერ უდანაშაულო მოქალაქეებზე თავდასხმების შესახებ  ამაზრზენია. დიდი ბრიტანეთი მუშაობს სხვებთან ერთად, რათა შეაგროვოს მტკიცებულებები და მხარი დაუჭიროს ომის დანაშაულების გამოძიებას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ. დამნაშავეები აგებენ პასუხის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ მან ბუჩაში რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები შეაგროვა.